კომპანია Amazon-მა ძლივს მოასწრო გაეხსნა საკუთარი app store Google Android–ის პლატფორმებისთვის, რომ უკვე ეს კონკრეტული შემთხვევა სასამართლო გარჩევის მიზეზი გახდა.
Apple, როგორც იუწყებიან, Amazon–ს უჩივის ბრალდებით, რომ ის გაშვებულ სერვისში «არაკანონიერად იყენებს App Store–ს სავაჭრო მარკას», ასევე მოპასუხე დადანაშაულებულია არაჯანსაღ კონკურენციასა და მომხმარებლის შეცდომაში შეყვანაში.
კომპანია Apple მაღზია Amazon–ში ტერმინ App Store–ს აკრძალვასა და ფულადი კომპენსაციის გადახდას მოითხოვს. «ბრალდებულ» ჯეფ ბეზოსს ამ თემასათან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
სავაჭრო მარკის, App Store–ის მიღების მოთხოვნა ა.შ.შ–ს დაპატენტებისა და სავჭრო მარკების სამმართველოში (USPTO) 2008 წელს გაიგზავნა სტივ ჯობსის მიერ — დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ, რაც სმარტფონ iPhone–ის app–მაღაზია გაიხსნა. ვის მხარეს დაიჭერენ რეგულატორები, შეიძლება მხოლოდ ვივარაუდოთ.
წყარო: რეიტერი

