გამოჩნდა მონაცემები კომუნიკატორის შესახებ, რომელსაც, როგორც მოსალოდნელია ამზადებს კომპანია HTC. სიახლე ფიგურირებს დასახელებით Pyramid.
აპარატი მიიღებს 4,3-დიუმიან სენსორულ Super-LCD-დისპლეის, წერტილოვანი გარჩევადობით 960×540, პროცესორს ტაქტური სიხშირით 1,2 გჰც. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 768 მბ-ს, ასევე გათვალისწინებულია Wi-Fi, Bluetooth და ორი კამერა: წინა კამერა — 1,3-მეგაპიქსელიანი, ხოლო უკანა კამერა — 8-მეგაპიქსელიანი შუქდიოდური გაელვებით და ავტოფიკუსით.
ჭორების თანახმად Pyramid-ის ოპერაციული სისტემა იქნება მესამე თაობის Android (Honeycomb), რომელიც უმეტესად გამოიყენება პლანშეტურ კომპიუტერებზე.
გაყიდვაში გამოსვლის თარიღი და ღირებულება, ჯერჯერობით უნცობია.
გამოყენებულია SlashGear-ის მასალები.

