
ტაივანური კომპანიები უკვე სერიოზულად ცდილობენ დაიკავონ Honeycomb პლანშეტების ბაზრის ქვედა ნიშა. მას შემდეგ რაც ASUS-მა წარმოადგინა 10 დიუმიანი Eee Pad Transformer არ დააყოვნა Arcer-მა და ბაზარზე გამოუშვა £300 ($483) ფასით 7 დიუმიანი პლანშეტი Iconia Tab. მას აქვს Tegra 2 აპარატული პლატფორმა და Android 3.0 რა თქმა უნდა 512 მეგაბაიტი ოპ. მეხსიერებით და 8 გიგაბაიტი შიდა მეხსიერებით. როგორც ამაზონზეა მითითებული, პლანშეტი გაერთიანებულ სამეფოს ტერიტორიაზე გაყიდვაში 20 აპრილს შემოვა, ხოლო მთელს მსოფლიოში მისი გაყიდვა იმედია ძალიან არ დააგვიანებს 🙂
წყარო: Engadget.com





