Видеокарта ATI Radeon HD 5870 Eyefinity 6 Edition оснащена двухслотовой системой охлаждения.

კომპანია AMD-მ წარმოადგინა ვიდეობართი ATI Radeon HD 5870 Eyefinity 6 Edition, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია მივიღოთ გამოსახულება ერთდროულად  ექვს მონიტორზე.

სიახლე შესრულებულია 40-ნანომეტრიანი Cypress პროცესორის ბაზაზე, რომლიც შედგება  2,15 მილიარდი ტრანზისტორისაგან.

ჩიპის ბირთვის ტაქტური სიხშირე — 850 მჰც. მეხსიერება GDDR5 მოცულობით 2 გბ მუშაობს 1200 მჰც სიხშირეზე.

ადაპტერი აღჭურვილია 1600 დინებიანი პროცესორებით და 80 ტექსტურების ბლოკით.

AMD ხაზს უსვამს, რომ გრაფიკული აქსელერატორი იძლევა სურათის ფორმირების საშუალებას, რომელიც ერთობლივი გაფართოვებით 12-ჯერ აღემატება 1080р (1920×1080 პიქსელი) გამოსახულების ფომრატს.

დიისპლეების შეერთებისთვის არის ექვსი DisplayPort.

ATI Radeon HD 5870 Eyefinity 6 Edition აქვს პროგრამული ინტერფეისი DirectX 11, ATI CrossFireX და ATI Eyefinity-ის ტექნოლოგია.

ადაპტერის მწარმოებლურობა აღწევს 2,72 ტერაფლოპს (ტრილიონი ოპერაცია მცურავი მძიმით წამში); მაქსიმალური ენერგომოხმარება, ტექნიკური მახასიათებლების თანახმად, შეადგენს 188 ვტ-ს.

სიახლის შეძენა შესაძლებელი იქნება 480 დოლარად.

Шесть мониторов, одна картинка.

გამოყენებულია AMD-ის მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.