დროზოფილებზე ექსპერიმენტებისას მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ გრძელვადიანი მეხსიერების ფორმირებისას ტვინის გარვეულ სტრუქტურებში, რომლებიც მეხსიერებაზე არიან პასუხისმგებელნი, კალციუმის დონე იწევს.
ნეიროფიზიოლოგებმა სკრიპსის კვლევითი ინსტიტუტიდან (ა.შ.შ) შეძლესდაეფიქსირებინათ “მეხსიერების კვალი” — ტვინში ბიოქიმიური ცვლილებები, რომლებიც ხდება გრძელვადიანი მეხსიერები ფორმირებისას. ექსპერიმენტებისათვის მათ გამოიყენეს დროზოფილები, რომლებსაც დარღვეული ჰქონდათ გრძელვადიანი მეხსიერების ფორმირება. ასეთი მწერების შედარებისას ნორმალურებთან აღმოჩნდა, რომ გრძელვადიანი მეხსიერება ტოვებს “კალციუმის კვალს” ტვინის გარკვეულ სტრუქტურებში.
ეს სტრუქტურებია, სოკოსებრი სხეულები, რომლებიც მწერებში პასუხისმგებლები არიან მეხსიერებაზე და სხვა რთულ კოგნიტურ ფუნქციებზე. კვლევების ხელმძღვანელის, რონ დევისის თქმით, ტვინის უბნებში კალციუმის ოდენობის ზრდა სხვა ბევრ ცხოველებშიც დასწავლის განმაპირობებელია.
იმისათვის, რომ აღმოეცინათ “კალციუმის კვალი”, მკვლევარებმა გამოიყენეს განსაკუთრებული ცილა-სენსორი, რომელიც იწყებს ნათებას ნეირონებში კალციუმის რაოდენობის ზრდასთან ერთად. დროზოფილებს აყნოსინებდნენ გარკვეულ სუნს და თუ რამდენად შეისწავლეს მათ ის ფასდებოდა მათი ქცევით, ამის შემდეგ მეცნიერები აკვირდებოდნენ ანათებდა თუ არა ნეირონები. მუტანტები, გრძელვადიანი მეხსიერების დარღვევით არავითარ ცვლილებას არ აჩვენებდნენ ტვინში კალციუმის დონის მატების მხრივ.
საინტერესოა, რომ დროზოფილების დასწავლისას სუნის ამოცნობაზე, წარმატებულად ჩაიარა მხოლოდ მაშინ, როდესაც სწავლებისას ხდებოდა შესვენებები. თუ დროზოფილებს რამოდენიმე “გაკვეთილს” უტარებდნენ მათი მეხსიერება ინარჩუნებდა ინფორმაციას 4 დან 7 დღემდე. ხოლო თუ სეანსს ერთჯერადი სახე ჰქონდა მაშინ მათ ეს უკვე ერთ დრეში ავიწყდებოდათ და არანაირი “ტვინის კვალი” არ რჩებოდა.
დეტალურად, გრძელვადიანი მეხსიერების ფორმირების შესახებ დროზოფილებში შეგიძლიათ წაიკითხოთ Journal of Neuroscience-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.
დასვენებები სწავლებისას, როგორც კარგი დასწავლის წინაპირობა თითქმის ყველა ცხოველში ერთნაირად მოქმედებს. როგორც თვითონ მეცნირები ამბობენ, მათ მოუწევთ ამ ფენომენის მუშაობის ფიზიოლოგიური პრინციპის კარგად შესწავლა.
გამოყენებულია AlphaGalileo-ის მასალები.

