ჩილეს ობსერვატორია ლა-სილას ტელესკოპმა დააფიქსირა მასიური ვარსკვლავების დაღუპვის კვალი NGC 3582-ის არეალში.
ეს ადგილი მდებარეობს კარინას თანავარსკვლავედში და შედის ირმის ნახტომის დიდი ვარსკვლავთწარმოქმნის არეალში, რომელიც აღინიშნება ასე RCW 57. NGC 3582 ჯერ კიდევ 1834 წელს ინგლისელმა ასტრონომმა ჯონ გერშელმა აღმოაჩინა.
ზოგიერთი ვარსკვლავები, რომლებიც NGC 3582-ში იბადებიან, მასით გაცილებით აღემატებიან მზისას, სწრაფად ევოლუციონირებენ და ასრულებენ არსებობას ზეახალის აფეთქებით. სწორედ ამ კატასტროფული პროცესებისას წარმოიქმნა იონიზირებული გაზის არაჩვეულებრივი გროვები, რომელიც ჩანს სურათზეც.
სურათები გადაიღო და მოამზადა მოყვარულმა ასტრონომმა ჯო დეპასკუალემ (Joe DePasquale) კონკურსისათვის Hidden Treasures.
httpvhd://www.youtube.com/watch?v=HUlKiIQwY_Q
გამოყენებულია European Southern Observatory-ის მასალები.


