კომპანია Nokia-ამ წარმოადგინა სმარტფონი X7. სმარტფონს აქვს განახლებული Symbian³-ის (Anna) პლატფორმა, რომელმაც მიიღო გაუმჯობესებული ინტერფეისი, გაფართოებული უსაფრთხოების საშუალება, უფრო სწრაფი ბრაუზერი და ა.შ.
კორპუსის ტიპი — მონობლოკი; სიახლის ზომები შეადგენს 119,7×62,8×11,9 მმ-ს, წონა — 146 გ. სენსორულ AMOLED-დისპლეის გააჩნია 4 დიუმიანი დიაგონალი და წერტილოვანი გარჩევადობა 640×360. ინტეგრირებული მეხსიერების მოცულობა — 350 მბ, მაგრამ კომპლექტში შევა 8 გბ-ანი MicroSD ბარათი.
კომუნიკატორს, ასევე აქვს Bluetooth 3.0, Wi-Fi (802.11b/g/n), კამერა 8-მეგაპიქსელიანი მატრიცით, ორმაგი შუქდიოდური გალვებით და ვიდეოს ჩაწერის ფუნქციით 720р ფორმატში, FM-ტუნერი, GPS მიმღები A-GPS-ის მხარდაჭერით, აქსელერომეტრი, MicroUSB პორტი, 3,5-მილიმეტრიანი აუდიობდე და ასევე განათების და სიახლოვის სენსორი.
სმარტფონი განკუთვნილია GSM/EDGE 850/900/1800/1900 მჰც და WCDMA 850/900/1700/1900/2100 მჰც ქსელებში სამუშაოდ.
საუბრის დრო, აკუმულატორის ერთხელ დამუხტვის შემთხევაში შეადგენს 6,5 საათს, ხოლო მოლოდინის რეჟიმში — 450 საათამდე.
სიახლის გაყიდვები დაიწყება მიმდინარე კვარტალში.
httpvhd://www.youtube.com/watch?v=RDfNrX8j52I
გამოყენებულია Nokia-ს მასალები.


გამოცოცხლდა ნოკია, მაგრამ საკმაოდ დააგვიანა ახალი მოწყობილობები.
თუმცა მოწყობილობებლი კარგია ოპ. სისტემა არ უვარგა 🙂
ხოდა დროა ანდროიდზე გადავიდეს 🙂