Pokemon Black & White — მარტის ყველაზე პოპულარული თამაში.

NPD Group–ის ანალიტიკოსებმა ვიდეოთამაშების ამერიკული ბაზრის მარტის მონაცემები გამოაქვეყნეს.

გასულ თვეში, ა.შ.შ–ში, კონსოლებზე, შესაბამის აქსესუარებსა და თამაშებზე $1,47 მლრდ დაიხარჯა. ეს მაჩვენებელი 2010 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4%–ით ნაკლებია, როც ბაზრის მოცულობა $1,53 მლრდ–ს შეადგენდა. თუ კომპიუტერულ თამაშებსაც გავითვალისწინებთ, მაშინ გაყიდვების მოცულობა $1,58–დან $1,53–მდე შემცირდა.

მიუხედავად გაყიდვების საერთო მაჩვენებლის შემცირებისა, გასულ თვეს $494,5 მლნ–ის კონსოლი გაიყიდა, ანუ 2010 წლის მარტთან შედარებით 12%–ით მეტი ($440,6). ყველაზე მოთხოვნადი პორტატული Nintendo DS გახდა, რომელმაც Nintendo 3DS–ს 100 ათასი ეგზემპლარით გადააჭარბა.

თამაშების სეგმენტში გაყიდვების 16–პტოცენტიანი ვარდნა შეინიშნება: თუ პერსონალური კომპიუტერების პროდუქტსაც გავითვალისწინებთ, მოთხოვნა ფულადი ოდენობით $875,7–დან $735,4 მლნ–მდე დაეცა.

აქსესუარებმა მწარმოებლებს $241,3 მლნ მოუტანა, რაც გასულ წელთან შედარებით 13%–ით მეტია.

მარტის ყველაზე პოპულარული თამაშები გახდნენ: DS-ბესცელერი Pokemon Black & White, როლური თამაში Dragon Age II და შუთერი Call of Duty: Black Ops.

წყარო: Associated Press

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.