Uncharted 3: Drake’s Deception–ის მულტიფლეერული ბეტა–ვერსია მიმდინარე წლის ზაფხულში გამოვა, იუწყბეა გამომცემლობა Sony Computer Entertainment.

თამაშის დასრულებული ვერსია ა.შ.შ–სა და კანადაში 1 ნოემბერს, ხოლო ევროპაში 4 ნოემბერს გამოჩნდება. თუმცა, მანამდე ნებისმიერი მსურველი შეძლებს PSN ქსელიდან მისი ბეტა–ვერსიის გადმოწერას. ასევე, ცნობილი გახდა, რომ ვინც შეიძენს თამაშ InFamous 2–ს ან გახდება PSN Plus–ის ფასიანი წევრი სიახლეზე წვდომას 28 ივნისიდა მიიღებს, სხვა დანარჩენი — 5 ივლისიდან.

თამაშის სრული ვერსია, რომელიც სტუდია Naughty Dog–ში იქმნება, მოგვითხრობს თავგადასავლების მოყვარულ ნათან დრეიკის ცხოვრების შესახებ. თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენ, ბრიტანელი ოფიცრის, მწერალისა და არქეოლოგის, ლოურენსის კვალს მივყვებით იმ იმედით, რომ ვიპოვით მითიურ ქალაქ ირამს, რომელიც არაბეთის ნახევარკუნძულის ქვიშაშია ჩაფლული.

თამაშის თრეილერი:

httpvhd://www.youtube.com/watch?v=DHHcM6aHPnE

წყარო: Eurogamer

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.