კომპანია Dell-მა წარმოადგინა პორტატული კომპიუტერი Alienware M14x.
სათამაშო ნოუთბუქს გააჩნია Intel-ის Core i7-ის სერიის პროცესორი, მოდელი 2820QM ტაქტური სიხშირით 2,3 გჰც.
ოპერატიული მეხსიერების მაქსიმალური მოცულობა შეადგენს 8 გბ-ს; შესაძლებელია მყარი დისკის დაყენება მოცულობით 750 გბ-მდე.
14-დიუმიან დისპლეის აქვს 1366×768 ან 1600×900 პიქსელი გარჩევადობა მოდიფიკაციის შესაბამისად.
ვიდეოსისტემა ბაზირდება GeForce GT 555M-ის დისკრეტულ გრაფიკულ ამაჩქარებელბზე 1,5 ან 3 გბ მეხსიერებით. გათვალისწინებულია D-Sub, HDMI და Mini DisplayPort შესაერთებლები გამოსახულების მონიტორზე ან ტელევიზორზე გადმოსაცემად.
სიახლის არსენალში შედის: 2-მეგაპიქსელიანი ვებ-კამერა, Wi-Fi ადაპტერი, შესაძლებელია WirelessHD მოდულის დაყენება, Bluetooth 3.0, 3G ან 4G (LTE ან WiMAX). ნოუთბუქის ზომები — 337×258×38 მმ, წონა— 2,92 გ. ავტომატური მუშაობის დრო აღწევს ექვს საათამდე.
Windows 7-ის ოპერაციულ სისტემასთან ერთად კომპიუტერის ღირებულა შეადგენს 1 200 დოლარს.
გამოყენებულია Dell-ის მასალები.

