კოსმოსური სიმულატორის, X-Universe–ის სერიას კიდევ ერთი თამაში დაემატება, აცხადებს გამომცემლობა Deep Silver.
ცნობილი გახდა, რომ სტუდია Egosoft ახალ პროექტზე, X Rebirth–ზე მუშაობს. «ეს არ არის უბრალოდ შემდეგი სერია, არამედ ეს არის სრულიად ახალი სერიის დასაწყისი, რომელიც მთელ რიგ ინოვაციებსა და სამყაროს მთლიან რედიზაინს წარმოადგენს», — ხასგასმით განაცხადა მწარმოებელმა.
რელიზი — მხოლოდ PC-ზე — 2011 წლის მეოთხე კვარტალში შედგება.
მოქმედება შორეულ მომავალში ვითარდება. კაცობრიობა თავისუფლად გადაადგილდება კოსმოსში, შორეულ გალაქტიკაში ნაპოვნია საოცარი პლანეტარული სისტემა, ყველგან მოიპოვებენ სასარგებლო მინერალებს, მიმდინარეობს პლაეტათაშორისი ვაჭრობა… ჩვენ შევუერთდებით «ახალგაზრდა მკვლევარებს, რომლებიც ძველი ხომალდით გალაქტიკებს შორის მოგზაურობენ».
თამაშის თრეილერი:
httpvhd://www.youtube.com/watch?v=LabrDe4XJo0
წყარო: VG247

