გამომცემლობა Electronic Arts–მა (ЕА) წარმოადგინა, სარბოლო თამაშის, Shift 2: Unleashed–ის პირველი გადმოსაწერი დამატება.
ადდონი, სახელწოდებით The Legends Pack, კონსოლურ ქსელებში — Xbox Live–სა და PlayStation Network–ში — 26 აპრილს გამოჩნდება. შეგახსენებთ, რომ Shift 2: Unleashed PC-ზეც გამოვიდა, თუმცა დამატების ამ პლატფორმაზე გადატანის შესახებ, ЕА ჯერჯერობით არაფერს არ ამბომს. ადდონის ღირებულება $10–ს შეადგენს. ამ ფასად თქვენ გაემგზავრებით «ავტორბოლის ოქროს ხანაში, 1960–70–იანი წლებში», აღიჭურვებით იმ ეპოქის საუკეთესო ბოლიდებით და მიიღებთ ექვსი «მსოფლიოში ყველაზე რთული სარბოლო ტრეკს».
პროექტის ორიგინალი მარტის მიწურულს გამოვიდა — ეს არის Need for Speed–ის სარბოლო სერიის მეჩვიდმეტე ნაწილი. ვინც თავს ვერ ანებებს სარბოლო სიმულატორებს, ЕА თავაზობს მრბოლელის კარიერასა და FIA GT1 World Championship–ისა და GT3 European Championship–ის ჩემპიონატებში მონაწილეობის მიღების საშუალებას. თუმცა ეს ყველაფერი მოსაწყენი რომ არ გახდეს, დამატებულია ტუნინგის სისტემა, ლამაზი სპეცეფექტები, სხვადასვა ტიპის მულტიპლეერ რეჟიმი…
თამაში სტუდია Slightly Mad–ში სეიქმნა.
თამაშის თრეილერი:
httpvhd://www.youtube.com/watch?v=xfpNzKjPBP4
თამაშის სქრინშოთები:
წყარო: «1С–სოფთქლაბი»

