მულტიფლეერში წავივარჯიშოთ «კატებზე» იმისთვის, რომ შემოდგომაში ვუჩვენოთ კლასი.
გუშინ, 25 აპრილს, Xbox Live–ის ქსელში მესამე სახის შუთერის, Gears of War 3–ის ბეტა ვერისია გამოჩნდა.
თუმცა, ზოგიერთმა «ბეტაზე» წვდომა ჯერ კიდევ გასული კვირის ორშაბათს მიიღო. იღბლიანები თამაშ Bulletstorm–ის სპეციალური გამოშვების მყიდველები გახდნენ. იუწყებიან, რომ ბეტა–ვერსია ნებისმიერი მომხმარებლისთვის ღია 15 მაისს გახდება.
მომხმარებელს მოუწევს მულტიფლეერის დატესტვა. თუმცა უკვე დღეისათვის ხელმისაწვდომია ორი რეჟიმი — Team Deathmatch და King of the Hill. მომავალ ორშაბათს, 2 მაისს, Epic Games–ის დეველოპერები განაახლებენ ბეტას და გახსნიან დამატებით კონტენტს, ანუ ტესტ–ვერსიას ექნება სამი სათამაშო რეჟიმი და ოთხი რუკა. და ბოლოს, მწარმოებლები სპეციალურ სიურპრიზებს გვპრდებიან, რომლებიც ტესტირების დროს გამოჩნდება.
თამაშის სრული ვერსიის გამოშვებაზე, რომელიც 20 ოქტომბერს გამოვა, გამომცემლობა Microsoft Game Studios ზრუნავს. პლატფორმა ერთადერთი — Xbox 360.
თამაშის თრეილერი:
httpvhd://www.youtube.com/watch?v=gTfmSf5I2uM
წყარო: Joystiq

