Aperture Science Labs–ის კომპლექსი გასული კვირის ყველაზე პოპულარულ დასასვენებელ ადგილად იქცა.
შეჯამებულია მონაცემები კომპიუტერული და ვიდეოთამაშების გაყიდვების მოცულობის შესახებ დიდ ბრიტანეთში. სენსაცია არ დაფიქსირებულა — სივრცითი თავსატეხი Portal 2, როგორც მოსალოდნელი იყო, მულტოპალტფორმულ ჩარტში პირველ ადგილზე გავიდა.
კომპანია Valve–ის მიერ დამუშავებულმა თამაშმა, ა.შ.შ–ს ზეცა პირველად 19 აპრილს იხილა, ხოლო ევროპაში 21 აპრილს გამოჩნდა. ჩვენ უნდა დავეხმაროთ მთავარ გმირს, გავიაროთ სამეცნიერო კომპლექს Aperture Science Labs–ის ლაბირინთი, შევხვდეთ შეშლილ პროგრამულ უზრუნველყოფა GLaDOS–ს და გავიგოთ სამეცნიერო კომპლექსის შექმნის ისტორია. პროექტი PC-ზე, Xbox 360–სა და PS3–ზე გამოვიდა.
მეორე ადგილზე, სტუდია NetherRealm–ის მიერ შექმნილი და Warner Bros. Interactive Entertainment–ის მიერ გამოშვებული, კონსოლური ფაითინგი, Mortal Kombat გავიდა. თამაშით გართობა, მხოლოდ Xbox 360–სა და PS3–ის მფლობელებს შეუძლიათ.
სამეულს შუთერი Call of Duty: Black Ops ხურავს. ბოლო კვირის განმავლობაში, პროექტისადმი ინტერესი 245%–ით გაიზარდა, რის გამოც თამაშმა 9–ე ადგილიდა 3–ზე გადმოინაცვლა. შეგახსენებთ, რომ თამაში გასული წლის ნოემბერში გამოვიდა.
Portal 2–ის თრეილერი:
httpvhd://www.youtube.com/watch?v=JZD17pQSqUU
წყარო: GFK Chart-Track

