XVII საუკუნეში ტიბეტში სამედიცინო მეცნიერების აყვავების ხანა იყო: აშენდა “კოლეჯი” ბერებისათვის, შედგენილია რამდენიმე მნიშვნელოვანი ტექსი.

ალბათ, ყველაზე შთამბეჭდავი, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია არის ოთხტომიანი ნაშრომი “ცისფერი ბერილი” ( შექმნილია 1687 დან 1703 წლებში). ტრაქტატი შეიცავს ჩვენებების აღწერას და სიზმრებს, რომლებიც ეხმარებოდათ დიაგნოზის დასმაში, ასობით სამკურნალო მცენარე და სამედიცინო ინსტრუმენტი, ასევე ანატომიური სქემები – 79 გასაოცარი ილუსტრაცია. ეს არის სწავლების ხელოვნების ნამდვილი მწვერვალი: აქ სამეცნიერო ცოდნა შერწყმულია ბუდისტურ ტრადიციულ მხატვრობასთან.

ნახატები შესრულებულია დეზი სანგე გიაცოს შეკვეთით, ის მეხუთე დალაი-ლამის დროს მოღვაწეობდა და ტიბეტის დრობითი მმართველის როლს ასრულებდა, 1682 წელს მის წინა დალაი-ლამის სიკვდილის შემდეგ. გიაცო ილუსტრაციის სიზუსტეს დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა, ის ხშირად მიდიოდა კონსულტაციისათვის მედიცინის სპეციალისტებთან და ხელს უწყობდა ახალი გვამების გამოყენებას ანატომიური სურათის შექმნისათვის.

ამ ილუსტრაციებს რამოდენიმეჯერ იხატავდნენ ბერები: ეს იყო სამედიცინო განათლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი. ისინი დღემდე აქტუალურია ნეპალის სასწავლო დაწესებულებებში. ჟურნალ Scientist-ის მსგავსად წარმოგიდგენთ რამოდენიმე მათგანს, რომლებიც შექმნილია 1990-იან წლებში, ნეპალელი თვითნასწავლი მხატვრის რომიო შრესტჰას მიერ.

ეს ილუსტრაცია შეიცავს ძირითად მონაცემებს ადამიანის შინაგანი ორგანოებისა და ძვლების განლაგების შესახებ. ტიბეტელმა მედიკოსებმა ადამიანის ორგანიზმში სულ 360 ძვალი დაითვალეს. თანამედროვე დასავლეთლმა მედიკოსებმა კი მხოლოდ 206, მაგრამ ეს დაკავშირებულია მხოლოდ იმასთან, რომ ისინი არ თვლიან ხრტილსა და ფრჩხილებს. თავზე ბერებმა დაითვალეს 21 ათასი თმის ღერი, მაშინ როცა დასავლეთ ცივილიზაციის წარმომადგენელს დღესდღეობით დაახლოებით 100 ათასი აქვს.


ამ ილუსტრაციაზე მითითებულია ადამიანის ორგანიზმის მეტ-ნაკლებათ სუსტი წერტილები.

ტიბეტელი მედიკების არსენალში შედიოდა მოტეხილი ადგილების, ღია ჭრილობების გენიტალიების შესასწავლი ინსტრუმენტები, მაკრატელი, ბრტყელტუჩა ორგანიზმიდან ქსოვილების და უცხო სხეულების ამოსაღებად, ქირურგიული ინსტრუმენტები (დანები და ხერხები), შარდის შეკავების შემსუბუქებისათვის განკუთვნილი ინსტრუმენტები და ა.შ.

იმისათვის, რომ ტიბეტელ ექიმს დაესვა დიაგნოზი მას შეეძლო შეხებოდა, ეყურებინა და შეხებოდა. ეს მოქმედებები შეადგენენ აქ გამოსახული ხის სამ ღეროს, რომლების შემდგონ თავისთავად იყოფიან 8 ტოტად და 38 ფოთლად. ისინი წარმოადგენენ სხეულის ნაწილებს, რომლებზეც საჭიროა გარკვეული მოქმედება.

აქ საუბარია კონკრეტულად “მოწვაზე“, რომელიც ხორციელდებოდა ანთებული “თამბაქოს” მიდებით სხეულის სხვადასხვა ნაწილებზე. ეს ჯერ კიდევ გამოიყენება ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში ქრონიკული დაავადებების მკურნალობისათვის. მოწვის ადგილები აღნიშნულია წითლით, სისხლდენის წერილები — ლურჯით, ქირურგიული ჩარევის ადგილები — ყვითლით.

ეს არის ნაყოფის განვითარების ილუსტრაცია, ჩასახვიდან (მარცხენა ზედა კუთხე), როდესაც მამა განაყოფიერებისას სპერმით და სუნთქვით უჩენს ნაყოფს ცნობიერებას.


მცენარეები ტიბეტურ მედიცინაში წამლებისათვის ძირითადი წყარო იყო. დეზი ცანგე გიაცომ დახარჯა ბევრი დრო და ძალა იმისათვის, რომ ბერებს დაემზადებინათ ისინი დიდი სიზუსტით.

მოთხრობა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა განვკურნოთ ადამიანები, რომლებიც იტანჯებიან სექსუალური გადაღლით, ორსულების ანემიით, უძილოვით, დეპრესიით, გადაღლით, მუცლის მოშლილობებით და ა.შ მეთოდებს შორისაა — დიეტის და ცხოვრების წესის შეცვლა.

მედიცინის ბუდა (ბჰაიშაჯიაგურუ) ქალაქ სუდარშანის ცენტში — ქალაქის მთის წვერზე ქვიშის ტყეებით, რომელშიც უამრავი სამკურნალო მცენარეებია. მის გარშემო არიან უამრავი ღმერთები, მათ შორისაა მეხუთე დალაი-ლამა (ზედა მარცხენა კუთხეში).

გამოყენებულია Scientist-ის მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.