მეცნიერთა ორმა დამიუკიდებელმა ჯგუფმა ოფტიკურ–ბოჭკოვანი ხაზით ინფორმაციის გადაცემის სიჩქარის სიმბოლურ ბარიერს, 100 ტბიტ/წმ–ს (ტერაბიტი წამში) გადააჭარბეს.

ერთ–ერთი ექსპერიმენტის მონაწილეებმა, რომელსაც დაი ციანი (Dayou Qian) ხემძღვანელობდა კომპანია NEC–დან, მოახერხეს ინფორმაციის გადაცემა ოფტიკის სიჩარით 101,7 ტბიტ/წმ–ში. სისტემაში 370 ლაზერი გამოიყენებოდა, ხოლო მიმღებსა და გადამცემს შორის მანძილი 165 კმ–ს შეადგენდა. მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ასეთი გამტარობის უნარი 250 ორმხრივი Blu-ray დისკის ერთდროულ გადაცემას ეყოფოდა.

მეორე რეკორდი იაპონიის ინფორმაციისა და კომუნიკაციური ტექნოლოგიების ნაციონალურ უნივერსიტეტში (NICT) დამყარდა. კვლევას ძუნ საკაგუტი (Jun Sakaguchi) ხემძღვანელობდა. მათ გამოიყენეს ოფტიკური კაბელი არა ერთი, არამედ შვიდი ოფტიკურ–ბოჭკოვანი ხაზით. შედეგად მონაცემების გადაცემის სიჩქარემ 109 ტბიტ/წმ მიაღწია.

ასევე, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ პრაქტიკაში ინფორმაციის ასეთი ზე სიჩქარით გადაცემის საშუალება ჯერჯერობით არ არსებობს.

წყარო: NewScientist

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.