YouTube-ის დამფუძნებლები, სტივ ჩენი (მარცხნივ) და ჩედ ჰარლი Webby Awards–ის დაჯილდოების 11–ე ცერემონიაზე (Webby Awards–ის ფოტო).
უახლოეს მომავალში ონლაინ სანიშნების პოპულარული სისტემა Delicious, რომელსაც მილიონობით მომხმარებელი ჰყავს მთელი მსოფლიოდან, შეიცვლის მფლობელს.
იუწყებიან, რომ Yahoo!, რომელმაც Delicious 2005 წელს დაუსახელებელ ფასად შეიძინა, სერვისის გაყიდვაზე უკვე მოელაპარაკა YouTube–ის დამფუძნებლებს, სტივ ჩენსა და ჩად ჰარლის. გარიგების თანხა უცნობია, თუმცა ადრე აცხადებდნენ, რომ რესურსი შესაძლოა $1 ან $2 მლნ–ად შეფასდეს.
ონლაინ სანიშნების სისტემა, ჩენისა და ჰარლის მიერ დაარსებულ, კალიფორნიული ინტერნეტ კომპანიის, AVOS–ის მფლობელობაში გადავა. Delicious–ის მომავალმა მფლობელებმა პირობა დადეს, რომ მთელი რიგი ინოვაციური ფუნქციონალის დამატებით სერვის «ახალ დონეზე» გადაიყვანენ.
Delicious–ის გაყიდვა Yahoo!–ს ინიციატივა იყო, რომელიც «დაბალეფექტური» ონლაინ სერვისების გაყიდვას გეგმავს. გასული წლის ბოლოს კომპანიამ მრავალი არაძირითადი სერვისი გაყიდვის შესახებ განაცხადა.
წყარო: ფრანც პრესი

