Motorola Mobility–ს ხელმძღვანელი, სანჯაი ჯა (Market Playground–ის ფოტო).
კომპანია Motorola Mobility–იმ 2011 წის პირველი კვარტლის მუშაობის შედეგები გამოაქვეყნა.
ფიჭური აპარატებისა და პლანშეტების უმსხვილესმა მწარმოებელმა სამი თვის განმავლობაში $3,0 მლრდ–ის შემოსავალი მიიღო. 2010 წლის პირველ კვარტალთან შედარებით ზრდამ 22% შეადგინა. მობილური მოწყობილობებიდან მიღებული შემოსავალი, თითქმის, მესამედით გაიზარდა — $2,1 მლრდ–მდე; საოჯახო ელექტრონიკამ კომპანიას $904 მლნ მოუტანა, რაც გასული წლის რეზულტატთან შედარებით 8%–ით მეტია.
«მოტოროლას» სუფთა მოგების მოცულობამ, სამი თვის განმავლობაში, $81 მლნ–ს მიაღწია, ანუ 27 ცენტი ერთი ფასიანი ქაღალდი. შედარებისთვის: 2010 წლის პირველ კვარტალში ეს მაჩვენებელი $212 მლნ–ს შეადგენდა, ანუ 72 ცენტი აქციაზე.
იანვრიდან მარტის ჩათვლით, Motorola–მ მსოფლიო ბაზარს, საერთო ჯამში, 9,3 მლნ მობილური მოწყობილობა მიაწოდა, აქედან 4,1 მლნ სმარტფონი და 250 ათასზე მეტი პლანშეტური კომპიუტერი Xoom. 2011 წლის ბოლომდე კომპანია 1,5–დან 2,0 მლნ–მდე პლანშეტისა და 20–დან 23 მლნ–მდე მობილური მოწყობილობის რეალიზებას გეგმავს.
მიმდინარე კვარტალში, Motorola აპირებს დაუბრუნდეს მოგებას, რომელიც, ანალიტიკოსების აზრით, 12 ცენტს შეადგენს ერთ ფასიან ქაღალდზე.
წყარო: Motorola Mobility


ესეც xoom–ის გაყიდვების შედეგები 😉