შუქნიშნები, აღნიშვნები და სიჩქარის ნორმა მხოლოდ სუსტებისთვის არის, აცხადებენ დეველოპერები
დმაუშავების პროცესია, ღმერთმა უწყის რიგით რომელი, Need for Speed–ის მორიგი სარბოლო სერია, იუწყება გამომცემლობა Electronic Arts.
თავიდან, Need for Speed: The Run შემთხვევით დააანონსა მაღაზია ShopTo–მ, შემდეგ კი გამომცემლობამაც დაადასტურა თამაშის არსებობის ფაქტი. ამავდრიულად გამოჩნდა პირველი ვიდეო–რგოლიც. 2011 წლის 15 ნოემბერს პროექტი ა.შ.შ–სა და კანადაში გამოვა, ხოლო The Run ევროპის მზეს 18 ნეომბერს იხილავს. სიახლე, რომელისაც EA–ს შვილობილი Black Box ამუშავებს, PC-ზე, Xbox 360–სა და PS3–ზე გამოვა.
რას ველოდებით? — «არაკანონიერი და ძალიან სახიფათო რბოლები ა.შ.შ–ს ტერიტორიაზე». იმისთვის, რომ გადავრჩეთ საჭიროა რაც შეიძლება სწრაფად ჩავიდეთ სან–ფრანცისკოდან ნიუ–იორკამდე. «არავითარი წესები, არავითარი მოკავშირეები, არავითარი სიჩქარის შეძღუდვა! უბრალოდ საჭიროა ფინიშამდე პირველი მისვლა!» — აცხადებენ დეველოპერები.
The Run–ის სრულფასოვანი ანონსი Е3 2011–ის ჩვენებაზე შედგება.
თამაშის თრეილერი:
httpvhd://www.youtube.com/watch?v=_23HBXNZi40
წყარო: VG247

