LEGO.com-ის სასტარტო გვერდი.

როგორც იქნა, ცნობილი გახდა ვებბის (The Webby Awards) ყოველწლიური პრემიის (რიგით მეთხუთმეტე) ლაურეატები.

The Webby Awards — ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი და ავტორიტეტული დაჯილოება, რომელიც ყოველწლიურად ირჩევს საუკეთესო ინტერნეტ–პროექტებს. პროექტის ორგანიზატორია ციფრული ხელოვნებისა და მეცნიერების საერთაშორისო აკადემია (International Academy of Digital Arts and Sciences). ლაურეატების არჩევა ხდება როგორც ჟიურის, ასევე გულშემატკივრების მიერ მიცემული ხმების დათვლით.

ნომინანტთა სია, როგორც ყოველთვის, ძალიან გრძელი იყო — 150 პრეტენდენტი. ზოგიერთი მათგანი ერთდროულად რამდენიმე ჯილდოს აღებას ცდილობდა: მაგალითად, გაზეთი New York Times 18 განყოფილებაში იყო აღნიშნული. მოდი, ერთად ვნახოთ რა გამოვიდა.

მოკლედ, მიმდინარე წლის იღბლიანები აღმოჩნდენენ… სტუდია Rovio–ს მობილურ–კაზუალური არკადა Angry Birds, საუკეთესო ჰენდჰელდად დასახელდა. თამაშების საუკეთესო ვებ–რესურსის ტიტული Lego Star Wars III–ს ერგო. «ყველაზე საინტერესო სასტარტო გვერდი» საიტ LEGO–ს აღმოაჩნდა, ხოლო «ფოტოგრაფიის საუკეთესო გამოყენებისათვის» National Geographic დაჯილდოვდა.

საუკეთესო ფოტო–რესურსი — National Geographic.

კანადელი «YouTube–ს მარგალიტი» ჯასტინ დრიუ ბეიბერი (Justin Drew Bieber) წლის მთავარი კომიკოსი გახდა. ჯილდოს გარეშე არც მსახიობი ზაკ გალიფიანაკისი (Zach Galifianakis) დარჩენილა, რომელიც წლის ყველაზე კაშკაშა ვებ–პერსონად დასახელდა. კომედიურმა რესურსმა, Funny or Die–მ ერთდროულად რვა პრიზი აიღო, რითაც ჩამოიტოვა ისეთი მასტოდონტი, როგორიცაა New York Times. ამ უკანასკნელმა 18 ნომინაციიდან, მხოლოდ სამში შეძლო გამარჯვების მოპოვება.

ლაურეატების სრულ სიას (რადგან hi-tech.ge არ დაჯილდოვდა, ჩვენ უარს ვაცხადებთ სრული სიის გამოქვეყნებაზე 🙂 ) შეგიძლია გაეცნოთ აქ.

წყარო: ფრანც პრესი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.