კინგსტონში (კანადა) Queen’s University-ის ლაბორატორიის Human Media Lab-ის სპეციალისტებმა როელ ვერტეგალის მეთაურობით (Roel Vertegaal), შექმნეს უჩვეულო კომპიუტერის პროტოტიპი დასახელბით PaperPhone.

სიახლეს გააჩნია მოქნილი 9,5-დიუმიანი ეკრანი, რომელიც შესრულებულია E Ink ტექნოლოგიით. მკვლევარები აღნიშნავენ, რომ PaperPhone გამოიყურება და მუშაობს, როგორც ინტერაქტიული ფურცელი. შესაძლებელია მისი მოღუნვა, გვერდების გადაკეცვა გადასაფურცლად, წასაკითხად და ა.შ.

სიახლეს ეძახიან მოქნილ «აიფოუნს», მას გააჩნია კომუნიკატორის ფუნქციონალი. მაგალითად: მოწყობილობას შუძლია მუსიკის გაშვება და შენახვა, სატელეფონო ზარების განხორციელება  და ასევე ელქტრონული წინგების ჩვენება. ელექტრონული ფურცლის გამოყენებით PaperPhone-ს ჭირდება მცირე ენერგომოხმარება.

ვერტეგალი თვლის, რომ მოქნილ დისპლეებს აქვთ დიდი საბაზრო პერსპექტივები. მისი აზრით, უახლოეს ხუთ წელიწადში მოსალოდნელია, მსგავსი ეკრანებით აღჭურვილი მოწყობილობების ბუმი.

httpvhd://www.youtube.com/watch?v=Rl-qygUEE2c

გამოყენებულია queensu.ca-ს მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.