ამერიკულმა ფიჭურმა ოპერატორმა AT&T-იმ დაასახელა ფლაგმანური სმარტფონის -ის გაყიდვების დაწყების თარიღი და ღირებულება. რომელიც ხასიათდება, როგორც «ყველაზე თხელი ნაციონალური სმარტფონი მეოთხე თაობის ფიჭური ქსელების მხარადჭერით».
აპარატს გააჩნია 4,5-დიუმიანი Super AMOLED Plus სენსორული დისპლეი წერტილოვანი გარჩევადობით 480×800. მოწყობილობის არსენალში შედის: ორი კამერა, 1,3-მეგაპიქსელიანი წინა კამერა ვიდეოზარებისთვის და მთავარი 8 მეგაპიქსელიანი კამერა, 16 გბ ინტეგრირებული მეხსიერება, MicroSD სლოტი ფლეშ-ბარათების მხარდაჭერით 32 გბ-მდე, GPS-მიმღები, Wi-Fi (802.11b/g/n) და Bluetooth კონტროლერები, აქსელერომეტრი, ციფრული კომპასი, MicroUSB პორტი, 3,5-მილიმეტრიანი ბუდე ყურსასმენისთვის და ა.შ.
სმარტფონი — Hummingbird-ის 1,2-გიგაჰერციან პროცესორზე. აპარატი განკუთვნილია HSPA+ ქსელებში სამუშაოდ, ხოლო პროგრამულ პლატფორმად გამოყენებულია Android 2.2 ვერსიის ოპერაციული სისტემა საფირმო TouchWIZ ინტერფეისით. კორპუსის სისქე — 8,9მმ-დან 9,2მმ-მდე.
Samsung Infuse 4G-ის შეძენა შესაძლებელია 15 მაისიდან და მისი ღირებულება შეადგენს 200 დოლარს ორ წლიანი კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში.
გამოყენებულია TechConnect Magazine-ის მასალები.

