კომპანია Sharp-მა დააანონსა ახალი კომუნიკატორი Android 2.3 (Gingerbread) ვერსიის ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ.

Aquos Phone SH-12C-ს შეუძლია 3D-კონტენტთან მუშაობა. უკანა პანელზე განთავსებულია ორი 8-მეგაპიქსელიანი კამერა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია 2D/3D-ვიდეომატერიალების ჩაწერა 720р ფორმატში და ასევე სტერეოსკოპიური დინამიკების მიღება.

სენსორულ დისპლეის დიაგონალი შეადგენს 4,2-დიუმს, ხოლო მისი წერტილოვანი გარჩევადობა არის 540×960 (qHD). ამ ეკარნაზე მოცულობით სურათის ნახავა შესაძლებელია სპეციალური სათვალის გარეშე.

Aquos Phone SH-12C აღჭურვილია 1,4-გიგაჰერციანი Qualcomm MSM8255 პროცესორით. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 512 მბ-ს; ჩაშენებული ფლეშ-მოდულის მოცულობა — 2 გბ.

სმარტფონს ასევე აქვს Wi-Fi და Bluetooth მოდულები, GPS-მიმღები და HSDPA მობილურ ქსელებში მუშაობის მხარდაჭერა. აპარატის ზომებია: 127×64×11,9–13,8 მმ, წონა — 138 გ.

იაპონიის ბაზარზე სიახლის გაყიდვები დაიწყება 20 მაისიდან; ხოლო მისი ღირებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.

გამოყენებულია Sharp-ის მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.