კომპანია Pioneer-მა წარმოადგინა მულტიმედიური კომპიუტერული მაგიდის Microsoft Surface-ის საკუთარი ვერსია.
სიახლემ მიიღო WWS-DT101-ის ჩვენება, მისი დიაგონალი არის 52 დიუმი და აქვს Full HD (1920×1080 პიქსელი) გარჩევადობა. ასევე აქვს «მულტითაჩ» ტექნოლოგიის მხარდაჭერა: მაგიდას შეუძლია ამოიცნოს ერთდროულად 10 წერტილის შეხება, რაც საშუალებას იძლევა, სენსორულ ზედაპირზე ერთდროულად ისარგებლოს რამოდენიმე მომხმარებელმა.
WWS-DT101-ის ბაზაში დევს Intel Core i7 პროცესორის კომპიუტერი, 64-ბიტი Windows 7 ოპერაციული სისტემის და დამატებით დაპატენტებული პროგრამული უზრუნველყოფა. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა არის 6 გბ. ასევე აქვს Wi-Fi კონტროლერი და USB-პორტები. მაგიდას აქვს უკაბელო კავშირის ტექნოლოგიის მხარდაჭერა TransferJet-ის მოქმედების უახლოეს რადიუსში, რომელიც საშუალებას იძლევა რამოდემინე სანტიმეტრის დაშორებით გადასცეს ინფორმაცია 560 მბიტ/წ-ის სიჩქარით. ამასთან არ არის სავალდებულო რთული კონფიგურაციის შეერთების და წვდომის გამოყენება.
Pioneer მედიამაგიდის შეკვეთების მიღება დაიწყევა ივლისში; მოწყობილობის ფასი — უცნობია.
გამოყენებულია Pioneer-ის მასალები.

