ამ კვირაში სან-ფრანცისკოში (კალიფორნია, აშშ) ჩატარებულ Google I/O 2011-ის კონფერენციაზე,  კომპანია Google-მა, წარმოადგინა პირველი სერიული ნოუთბუქები,  Chrome OS-ის ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ.

«ქრომბუქი» (Chromebook) პირველ რიგში გათვლილია ვებ-აპლიკაციაებისთვის და ონლაინ სერვისებისთვის. Google ხაზს უსვამს, რომ ლეპტოპების ჩატვირთვა გრძელდება სულ რაღაც 8 წამი. სიახლეებს, ინტერნეტის უკაბელო კავშირისთვის, აქვთ Wi-Fi და 3G მოდულები. ასევე აქვთ თანამედროვე ვებ-სტანდარტების და Adobe Flash-ის მხარდაჭერა.

პირველი «ქრომბუქები» იქნებიან Samsung Series 5 Chromebook და Acer Chromebook-ის ლეპტოპები, რომლებიც გაყიდვაში გამოვა 15 ივნისს აშშ-ში, დიდბრიტანეთში, საფრანგეთში, ჰოლანდიაში, იტალიაში და ესპანეთში. (სხვა ქვეყნებში მათი მიწოდება დაიწყება შედარებით მოგვიანებით.)

Samsung-ის მინი-ნოუთბუქი აღჭურვილია 12,1 დიუმიანი დისპლეით, რომლის გარჩევადობა არის 1280×800 წერტილი, მას ექნება ორბირთვიანი პროცესორი Atom N550 (1,5 გჰც) ან N570 (1,66 გჰც) , ქარდრიდერი «4-1-ში», ვებ-კამერა, Wi-Fi კონტროლერი, 3G-მოდემი (არჩევით), ორი USB 2.0 პორტი და D-Sub ბუდე. მინი-ნოუთბუქის ავტომატური მუშაობის დრო აღწევს 8,5 საათს. მისი წონა — 1,48 კგ. Series 5 Chromebook-ის Wi-Fi-ვერსიის ღირებულა — $429, ხოლო მოდიფიკაცია 3G მოდულით — $500.

Acer «ქრომბუქს» აქვს ანალოგიური მახასიათებლები, მაგრამ აღჭურვილია 11,6-დიუმიანი ეკრანით და HDMI ციფრული ინტერფეისით. ნოუთბუქი იწონის 1,34 კგ-ს და ავტომატური მუშაობის დრო შეადგენს 6 საათს. მისი ღირებულება იწყება $350-დან.

ბიზნეს მომხმარებლებს და საგანმანათლებლო ინსტიტუტებს «ქრომბუქების» შეძენა შეეძლებათ გამოწერით. დამკვეთები, კომპიუტერის გამოყენებისთვის და თანმხლები ონლაინ სერვისების წვდომისათვის, ყოველთვიურად გადაიხდიან $20–28, ხოლო მიმწოდებლები უზრუნველყოფენ «ჰარდვეარის» კომპონენტის უფასო« აფგრეიდს» და გაფუჭებული ნაწილის გამოცვლას.

httpvhd://www.youtube.com/watch?v=TVqe8ieqz10

გამოყენებულია Google-ის მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.