კომპანია Samsung და Nouvoyance გეგმავენ SID Display Week 2011-ის ღონისძიებაზე, რომელიც ჩატარდება მომავალ კვირას ლოს-ანჯელსში(კალიფორნია, აშშ), წარმოადგინონ ახალი ტიპის ეკრანი პლანშეტური კომპიუტერებისთვის.

პანელის პროტოტიპი შესრულებულია PenTile RGBW ტექნოლოგიით, აქვს 10,1-დიუმიანი დიაგონალი და გარჩევადობა 2560×1600 პიქსელი (WQXGA), რომელიც ოთხჯერ (!) აღემატება უმრავლეს თანამედროვე პლანშეტების გარჩევადობას (1280×800 წერტილი).

ახალი ეკრანის სიმკვეთრე სტანდარტულ რეჟიმში არის 300 კდ/მ².  მწარმოებლები აღნიშნავენ, რომ პანელს ჭირდება 40% ნაკლები ენერგია, ვიდრე სტანდარტულ დისპლეის.

შენობის გარეთ, მზის შუქზე WQXGA-ეკრანის გამოყენების შემთხევაში, სიმკვეთრე შესაძლებელია გაიზარდოს 600 კდ/მ²-მდე.

მაღალი გარჩევადობის ეკრანების კომერციული წარმოება დაიწყება მიმდინარე წელს.

გამოყენებულია Nouvoyance-ს მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.