დაიწყო Google TV-ის პროდუქტების წარმოების მეორე რაუნდი, რომელიც წარმოდგენილი იქნება CES 2012-ზე. Google-ის ანონსის თანახმად ალიანსს შეუერთდა LG Electronics ახალი პროდუქტით, რომელიც Android პლატფორმაზე იმუშავებს.
LG-მ გამოაქვეყნა მისი ახალი ტელევიზორის რამოდენიმე სურათი და ვიდეო რომელზეც მინდა შევაჩერო თქვენი ყურადღება ამ პოსტის ბოლოს. როგორც სურათზე ჩანს მომხმარებელს ექნება არჩევანის გაკეთების საშუალება, გამოიყენოს LG-ის ინტერფეისი ან გადავიდეს Google TV-ის მენიუზე. დამატებითი დეტალები გამოფენის მსვლელობისას გახდება ცნობილი.
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=CgU-Ju4yydA[/youtube]

