წლის ბოლოს ევროპის მოსახლეობას შესთავაზებენ სისხლის ანალიზს (მისი ფასი €500 იქნება), რომლის შედეგებითაც შესაძლებელია დაახლოებითი სიცოცხლის ხანგრძლივობის დადგენა.
ტესტში გაიზომება ტელომერები (სტრუქტურები ქრომოსომების ბოლოს), რომელიც ითვლება დაბერების სისწრაფის ერთ-ერთ ყველაზე ზუსტ საზომად. იდეაში სპეციალისტები დაკავდებიან იმის გამორკვევით, შეესაბამება თუ არა ადამიანის მდგომარეობა თავის ქრონოლოგიურ ასაკს.
მკვლევარები თვლიან, რომ ტელომერების ანალიზი ფართოდ გავრცელდება უახლოესი 5-10 წლის განმავლობაში. ამასთანავე ბევრი მიეცნიერი ეჭვქვეშ აყენებს მის მნიშვნელობას. საქმე იმაში არაა რომ ზოგიერთი ადამიანი თვლის რომ ეს არის ეთიკური ნორმების დარღვევა, ხოლო იმაში, რომ ტესტების შედეგები შესაძლოა ხელში ჩაუვარდეთ ორგანიზაციებს, რომლებიც “დაბერების საწინააღმდეგო” საშუალებებით და სხვა “სიცოცხლის ელექსირებით” ვაჭრობენ. ამას გარდა კვლევის შედეგებით აუცილებლად დაინტერესდებიან სადაზღვეო კომპანიებიც.
ამასთან ერთად, იზრდება მონაცემების რაოდენობა, რომელიც მოწმობს იმაზე რომ ტელომერების სიგრძის ანალიზით ნამდვილად შესაძლებელია ნაადრევი სიკვდილის განსაღვრა, ბევრი სხვადასხვა მიზეზებით — გულის და გულსისხლძარღვთა დაავადებებიდან ალცგეიმერის დაავადებებით და კიბოთი. “ჩვენ ვიცით, რომ ადამიანები, რომლებიც დაიბადნენ მოკლე ტელომერებით, აქვთ ნაკლები სიცოცხლის ხანგრძლივობა, — აღნიშნავს ტესტის გამომგონებელი მარია ბლასკო ესპანეთის ნაციონალური ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრიდან. — ანუ ჩვენ ვიცით, რომ შედარებით მოკლე ტელომერები ხელს უწყობენ მას. მაგრამ ჩვენ ჯერ-ჯერობით არ ვიცით ახანგრძლივებენ თუ არა გრძელი ტელომერები სიცოცხლეს”.
რა არის ახალი ამ ტესტში? ” ის ძალიან ზუსტია: ჩვენ შეგვიძლია აღმოვაჩინოთ ტელომერებს შორის უმცირესი სხვაობაც კი, — ამბობს ქალბატონი ბლასკო. — ამას გარდა, ის ძალიან მარტივი და სწრაფია, ის იძლევა რამდენიმე ნიმუშის ერთად ანალიზის საშუალებას”.
შესაძლოა, გახსოვთ კიდეც, რომ შარშან წინდელი ნობელის პრემია მედიცინაში გადაეცა სწორედ იმ კვლევების ავტორებს, რომელიც ტარდებოდა ტელომერებზე. საინტერესია, რომ ერთ-ერთი ლაურიატია, ელიზაბეტ ბლეკბერნი კალიფორნიის უნივერსიტეტიდან (ა.შ.შ), ის არის ტელომერებით ტესტირების აქტიური მხარდამჭერი ხოლო მისი კოლეგა კეროლ გრეიდერი ჰარვარდის სამედიცინო სკოლიდან (ა.შ.შ) კი სკეპტიკურადაა განწყობილი.
გამოყენებულია Independent-ის მასალები.


საინტერესოა რამდენი გაიკეთებდა ამ ტესტს და რამდენი არა 🙂 . მე გავიკეთებდი 🙂 დიდი სიამოვნებითა მივიღებდი კვლევებში მონაწილეობას 🙂
ისე რთულია გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ცოდნა არ ცოდნას ჯობია ჩემი აზრით. 🙂