იაპონურმა კომპანიამ Ortus Technology-მ გაავრცელა ინფორმაცია მაღალი გარჩევადობის ეკრანის შექმნის შესახებ, რომელიც ასევე გამოყენებული იქნება ციფრულ კამერებში.
აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი პანელი დღესდღეისობით არსი ყველაზე პატარა Full HD-დისპლეი, რომელსაც აქვს 3D კონტენტის ჩვენების შესაძლებლობა. მისი დიაგონალი არის 4,8 დიუმი, გარჩევადობა — 1920×1080 პიქსელი (458 წერტილი დიუმზე 2D-რეჟიმში).
სტერეოსკოპური სურათების ფორმირებისთვის გამოიყენება სპეციალური Xpol ლენტი, რომლის საშუალებით გამოსახულება გამოიკვეთება მარჯვენა და მარცხენა თვალისთვის. ამ შემთხვევაშ ვერტიკალური რეზოლუცია ორჯერ მცირდება. ხოლო მოცულებითი კონტენტის საყურებლად საჭიროა სპეციალური სათვალე.
პანელი აღჭურვილია შუქდიოდური განათებით და აღიქვავს 16 მილიონ ფერზე მეტს.
კომპანია Ortus Technology 3D-დისპლეების მასიურ წარმოებას გეგმავს უახლოეს გამომავალში.
httpvhd://www.youtube.com/watch?v=tX92NLpr7tg
გამოყენებულია DigInfo TV-ს მასალები.

