ივნისში კომპანია Lenovo დაიწყებს ახალი სამაგიდო კომპიუტერის «ყველაფერი ერთში» გაყიდვებს, რომელიც არის Intel Sandy Bridge-ის აპარატულ პლატფორმაზე.
ყველაზე მძლავრი კონფიგურაციის შემთხვევაში მონობლოკს ექნება ოთბირთვიანი პროცესორი Core i7-2600S ტაქტური სიხშირით 2,8 გჰც (3,8 გჰც-მდე Turbo-რეჟიმში ). ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 8 გბ-ს; მომხმარებლებს შეეძლაბათ აირჩიონ 1 ტბ-აინ მყარი დისკი ან 80 გბ-აინი SSD.
კომპიუტერს გააჩნია 21,5-დიუმიანი სენსორული დისპლეი შუქდიოდური განათებით და გარჩევადობით 1920×1200 პიქსელი. ვიდეოსისტემის შემადგენლობაში გამოყენებული იქნება Intel-ის ინტეგრირებული გრაფიკული კონტროლერი ან დისკრეტული ვიდეობარათი Radeon HD 6650 1 გბ მეხსიერებით.
მონობლოკს, ასევე გააჩნია DVD-ჩამწერი (ან Blu-ray drive), ქარდრიდერი «6 1-ში», 2-მეგაპიქსელიანი ვებ-კამერა, Wi-Fi-ადაპტერი, HDMI ინტერფეისი და ექვსი USB პორტი. ოპერაციული სისტემა — Windows 7.
სიახლის შეძენა შესაძლებელი იქნება 700 დოლარიდან Core i3-ის სერიის ჩიპით და 1 გბ ოპერატიული მეხსიერებით.
გამოყენებულია TechConnect Magazine-ის მასალები.

