BioShock 2–ის გადმოსაწერი დამატების, Minerva’s Den–ის PC-ვერსია, როგორც ჩანს, მაინც გამოვა. გამომცემლობა 2K Games–მა რელიზის ზუსტი თარიღი დაასახელა — მიმდინარე წლის 31 მაისი. პირველი სახის შუთერი Games For Windows Live–ის სისტემაში გამოჩნდება და $10 ეღირება.
შეგახსენებთ, რომ თამაშის კონსოლური ვერსია 9 თვის წინ გამოვიდა.
Minerva’s Den — ეს არის სრულფასოვანი სიუჟეტის მქონე დამატება, საკუთარი გმირებითა და ისტორიით. თამაში დიდი მამიკოს სახელით მოგვიწევს, ცნობილი როგორც Subject Sigma. ბრიჯიტ ტენენბაუსთან გაერთიანების შემდეგ გავემგზავრებით ახალი ლოკაციის გამოსაკვლევად (Rapture’s Central Computing), სადაც შევებრძოლებით მტრებს და შევქმნით დაცემული ქალაქის ახალ ისტორიას…
ადდონის მწარმოებელი — სტუდია 2K Marin.
თამაშის თრეილერი:
httpvhd://www.youtube.com/watch?v=Kp1387JMsw0
წყარო: Eurogamer

