Dell–ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, მაიკლ დელი (2010 წლის სექტემბერი; Kim Kulish / Corbis–ის ფოტო).

კომპანია Dell–მა 2011 წლის პირველ კვარტალში რეკორდული მოგება ნახა — 49 ცენტი აქციაზე.

კომპიუტერებლის უმსხვილესი მწარმოებლის შემოსავალმა, სამი თვის განმავლობაში, $15 მლრდ შეადგინა, ანუ გასული წლის მონაცემს 1%–ით გადააჭარბა. ამასთან სუფთა მოგება, პრაქტიკულად, გასამმაგად: თუ 2010 წლის პირველ კვარტალში კომპანიის სუფთა მოგება $341 მლნ–ს არ აღემატებოდა, დღეისათვის ეს მაჩვენებელი $945 მლნ–ს შეადგენს.

მსხვილი კორპორაციული კლიენტების მიერ შეკვეთილი ტექნიკის გაყიდვების მოცულობა, ერთი წლის განმავლობაში, 5%–ით გაიზარდა — $4,5 მლრდ. საშუალო და მცირე ბიზნესმა Dell–ს, დაახლოებით, $3,8 მლრდ მოუტანა, რაც გასული წლის მონაცემთან შედარებით 7%–ით მეტია. მიუხედავად ამისა, საჯარო სეგმენტის მოცულობა 2%–ით დაეცა — $3,8 მლრდ–მდე, ხოლო სამომხმარებლო სეგმენტის — 7%–ით ($3,0 მლრდ–მდე).

IDC–ის შეფასებით, დღეისათვის Dell პერსონალური კომპიუტერების უმსხვილეს მიმწოდებელთა სიაში მეორე ადგილზე იმყოფება (HP–ის შემდეგ): გასულ კვარტალში კომპანია 10,3 მლნ PC-ის რეალიზება მოახერხა, რაც მსოფლიო ბაზრის 12,8%–ს შეადგენს.

წყარო: Dell

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.