ძალაინ საინტერესო თამაში იმათთვის, ვინც დაინტერესებულია სარკინიგზო ქსელის მუშაობის პრინციპით: «აკელამ» Trainz Simulator 12 დააანონსა.
პროექტის ლოკალიზაცია, რომლის დამუშავებაზე ავსტრალიური სტუდია Auran ზრუნავს, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში დასრულდება. რაც შეეხება დასავლურ რელიზს, მასზე პასუხს N3V Games აგებს.
ალბათ, თამაშის სახელწოდებიდანაც მიხვდებით, რომ ჩვენ მოგვიწევს სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა. საბედნიეროდ, ყველაფერი ჩვენს ხელშია: ლოკომოტივები, ათასობით სარკინიგზო ობიექტი და შენობა–ნაგებობები, რეალურად არსებული მარშრუტების მოდელები… თუმცა მეთორმეტე ნაწილის უმთავრესი ღირსშესანიშნაობა — ეს არის მულტიფლეერ რეჟიმი, რომელიც გააერთიანებს ყველას, ვისაც უყვარს მატარებელი…
თამაშის თრეილერი:
httpvhd://www.youtube.com/watch?v=XelHX9tAzKE
წყარო: «აკელა»

