კორპორაცია Intel-მა ფორუმზე IDF 2011 (13-15 სექტემბერი; სან-ფრანცისკო, კალიფორნია, ა.შ.შ.) ფართო საზოგადოებას წარუდგინა გეგმები Wireless Display-ს მომავალი განვითარების შესახებ. Wireless Display საშუალებას გვაძლევს გადავცეთ გამოსახულება კომპიუტერიდან მაღალი გარჩევადობის ტელევიზორის ეკრანზე კაბელების გარეშე, ამისათვის აუცილებელია სპეციალური სატელევიზიო მიმღები. თავიდანვე WiDi მუშავდებოდა ნოუთბუქებისათვის Core 2 პროცესორებით და Centrino Wi-Fi ადაპტერებით.Intel-მა განაცხადა, რომ WiDi-ს მხარდაჭერა გათვალისწინებულია მეორე თაობის მობილური პლატფორმისათვის Cedar Trail, რომლიც წლის ბოლოს უნდა გმოვიდა. Cedar Trail-ის შემადგენლობაში შედის 32-ნანომეტრიანი პროცესორი Atom; პლატფორმა გამოყენებული იქნება ნეტბუქებსა და ნეტტოპებში.
2012 წლის განმავლობაში Wireless Display იმუშავებს პლანშეტებზე და სამაგიდო კომპიუტერებში, ხოლო პერსპექტივაში მისი დანერგვა გადაწყვეტილია სმარტფონებზეც.
აღნიშნეს ისიც, რომ მომავალში WiDi მიიღებს აუდიორეჟიმის მხარდაჭერასაც, რომელიც მაღალი ხარისხის აუდიო სტრიმინგის გადაცემს უზრუნველყოფს Hi-Fi მოწყობილობებზე. თავიდან ეს რეჟიმი იმუშავებს მხოლოდ ერთ მიმღებთან, ხოლო მომავაში იქნება საშუალება გამოყენებულ იქნას რვამდე მოწყობილობა.
წყარო: The Register.
