T – ლიმფოციტები უტევენ კიბოს უჯრედს (Steve Gschmeissner-ის ფოტო).

ორგანოების გადანერგვის შემდეგ უმეტეს შემთხვევებში, უხდებათ იმუნური სისტემისდათრგუნვა, რომელიც უტევს ახალ “უცხო სხეულს” ორგანიზმში. მეცნიერებმა იპოვეს საშუალება, თუ როგორ ასწავლონ იმუნიტეტს გადანერგილი ორგანოს “თავისიანად” მიღება.

ტრანსპლანტოლოგიის მუდმივი პრობლემა — გადანერგილის უარყოფა. მაშინაც კი თუ ორგანო იდეალურად ერგება, დონორი და ავადმყოფი, რომელსაც სჭირდება ოპერაცია, მაინც გენეტიკურად სხვადასხვა ადამიანები არიან და რეციპიენტის იმუნური სისტემა ასე თუ ისე მაინც ახერხებს “სუსტი წერტილის პოვნას”. ეხლა ახალი ორგანოს მიღების შემდეგ ადამიანი იძულებულია მიიღოს დაახლოებით სამი სხვადასხვა ტიპის იმუნოსუპრესორული საშუალება, იმისათვის, რომ დაძლიოს უარყოფა. მაგრამ ასეთი მედიკამენტები აფერხებენ მთელს იმუნიტეტს, შედეგად ადამიანი ხდება დაუცველი უამრავი დაავადებებისაგან, ინფექციურიდან დაწყებული სიმსივნურამდე. ხოლო გადანერგილი ორგანო ვერ უძლებს იმუნური სისტემასთან და ადამიანის დაავადებასთან მუდმივ ბრძოლას და “ნებდება” ათ წელიწადში…

მეცნიერებმა ლონდონის სამეფო კოლეჯიდან (დიდი ბრიტანეთი) წარმოადგინეს პრობლემისადმი აფსოლუტურად ახალი მიდგომა: მათი თქმით “არ უნდა მოვახდინოთ იმუნური სისტემის ტერორიზირება, ჩვენ უბრალოდ ის უნდა მოვატყუოთ”. მათი მიზანი იყო ეპოვათ მეთოდი, რომლის მეშვეობითაც შეძლებდნენ ესწავლებინათ იმუნიტეტისათვის ეღიარებინა უცხო გადანერგილი ორგანო თავისად.

მეთოდის არსი მდგომარეობს იმაში, რომ დონორის და ავადმყოფის იმუნური უჯრედები (რეგულატორული T – ლიმფოციტები) ირევა ერთმანეთში. გამოდის ჰიბრიდული უჯრედები, რომლებიც მრავლდებიან მილიონობით კოპიებად და შეყავთ ავადმყოფის ორგანიზმში, რომელიც ელოდება გადანერგვას რის შედეგადაც იმუნური სისტემა აღარ უტევს გადანერგის ორგანოს, მას ის უკვე თვლის “თავისიანად”.

ამასობაში ზოგადად იმუნიტეტიც არ ქვეითდება: იმუნური უჯრედები, როგორც ადრე, რეაგირებენ ინფექციური აგენტების შემოჭრაზე. ახალმა მეთოდიკამ გაიარა ცდები ცხოველებზე და როგორც მოსალოდნელია წლის ბოლოსათვის ჩატარდება კლინიკური ტესტები ნამდვილ ავადმყოფებზე.

ექსპერიმენტის შედეგები დეტალურადაა აღწერილი ჟურნალ Science Translational Medicine-ში. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ წარმატების შემთხვევაში ეს მეთოდი ფართო გავრცელებას უკვე რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში შეძლებს. ეს ნამდვილად რევოლუციაა ტრანსპლანტოლოგიაში და ზოგადად მედიცინაში, იმის მიუხედავად, რომ იმუნოსუპრესორების მწარმოებელი კომპანიების მხრიდან დიდი წინააღმდეგობაა.

გამოყენებულია The Telegraph-ის მასალები.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.