20 მაისს, აფეთქბა მოხდა ტაივანური კორპორაციის, Foxconn–ის ჩინურ ქარხანაში — კონკრეტულად, Apple iPad 2–ის მწარმოებელი ხაზი. დაიღუპა სამი ადამიანი, დაიჭრა 15, ექვსი უკვე გამოწერეს საავადმყოფოდან. ჩამოინგრა კედლები…

ქარხანა, რომელიც ჩინეთის სამხრეთ–დასავლეთით, ქალაქ ჩენდუს მახლობლად მდებარეობს უკანასკნელ დროს მუშაობის არაადამიანური პირობების გამო მწარე კრიტიკის ქვეშ მოხვდა. ბედის ირონიით (ან შეიძლება სულაც არა), ავარია მას შემდეგ მოხდა, რაც Apple–ის მთავარმა ოპერაციულმა დირექტორმა, ტიმ კუკმა განაცხადა, რომ iPad 2–ის რაოდენობა საწყობებში, როგორც იქნა, გაიზარდა.

გაზეთი China Financial Daily წერს, რომ ინციდენტი «ულტრა მსუბუქმა მტვერმა» გამოიწვია, რომელიც ძალიან გავს იმას, რაც ქვანახშირის მაღაროში იწვევს აფეთქებებს. თუ ეს სიმართლეა, მაშინ რას აკეთებს სავენტილაციო სისტემა?! და ასეთ მტვერში, როგორ ახერხებენ ელექტრო მოწყობილობების წარმოებას?..

მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით Apple–ს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

აფეთქების ამსახველი ვიდეო:

httpvhd://www.youtube.com/watch?v=7esJbKxGdwA

წყარო: Register და რეიტერი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.