როლური თამაშის, Dungeon Siege III–ის მწარმოებლები იუწყებიან, რომ პროექტის გაცნობას მის რელიზამდე შევძლებთ. გასაგებია, რომ საუბარია მის დემოვერსიაზე.

Obsidian Entertainment დემოს გამოშვებას ყველა პლატფორმაზე აპირებს, თუმცა არა ერთდროულად. გამომცემოლობა Square Enix–ში აცხადებენ, რომ კონსოლ Xbox 360–ის მფლობელები დემოვერსიის ჩამოტვირთვას 31 მაისიდან შეძლებენ, ხოლო PS3–სა და PC-ის — 7 ივნისიდან.

რაც შეეხება თამაშის სრული ვერსიის რელიზს: 17 ივნისი — ევროპა, 21 — ა.შ.შ და კანადა.

Dungeon Siege III–ში მოთამაშეებს მოუწევთ სამეფო იბში გამგზვრება. ერთ დროს შეკრულ სახელწიფოში, სადაც იყო მონარქიული წყობილება, მხარდაჭერილი მეათე ლეგიონის მიერ, დღეისათვის სრული ქაოსი სუფევს. მონარქის სიკვდილის შემდეგ ქვეყანა დაიშალა, მეათე ლეგიონი შეთქმულებაში დაადანაშაულეს და თითქმის სრულიად გაანადგურეს, ძალაუფლებას მოწყორებული თავად–აზნაურები უწყვეტ ომებს აწარმოებენ, სამღვდელოება ინტრიგებს ხლართავს… მოკლედ, უჩვენოდ «წასულია საქმე».

თამაშის თრეილერი:

httpvhd://www.youtube.com/watch?v=BbB4NcSbSlM

წყარო: VG247

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.