IBM–ის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი, სამუელ პალმიზანო (Erica Berger / Corbis–ის ფოტო).

გასული კვირის მიწურულს IBM–ის საბაზრო ღირებულებამ $208,1 მლრდ–ს მიაღწია. ეს ნიშნავს, რომ, პირველად, 15 წლის განმავლობაში კორპორაციამ შეძლო Microsoft–ის კაპიტალიზაციისთვის გაესწრო.

გასულ პარასკევს «მაიკროსოფტის» საბაზრო ღირებულებამ, დაახოებით, $208,0 მლრდ შეადგინა.

ამასთან, ორივე კომპანიის საბაზრი ღირებულება საკმაოდ ჩამორჩება Apple–ს — ინფორმაციული ტექნოლოგიების ლიდერის კაპიტალიზაცია, დაახლოებით $311,6 მლრდ–ს უტოლდება. დღეისათვის, სტივ ჯობსის იმპერიის ფასიანი ქაღალდის ფასი $340–ს შეადგენს. ანალიტიკოსების აზრით, ერთი წლის განმავლობაში Apple–ის აქციების ფასი $460–470–მდე გაიზრდება. შედეგად, «ვაშლის» საბაზრო ღირებულება $434 მლრდ–ს მიაღწევს. შედარებისთვის: დღეისათვის ყველაზე მსხვილი კომპანის, ნავთობ–გიგანტის, Exxon Mobil–ის ღირებულება, საერთო ჯამში, $423 მლრდ–ს შეადგენს.

ასეთი მონაცემებით, თუ ექსპერტთა მოსაზრება გამართლდა, ხოლო Exxon Mobil და სხვა მეგაკორპორაციები ვერ შეძლებენ საკუთარი კაპიტალიზაციის მოცულობის გაზრდას, Apple პლანეტის უმსხვილესი კომპანია გახდება.

წყარო: San Francisco Chronicle

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.