Microsoft–ის გენერალური დირექტორი, სტივ ბალმერი (2004 წლის მარტი; Nancy Kaszerman / ZUMA / Corbis–ის ფოტო).
კომპანია Microsoft–ის გენერალურმა დირექტორმა, სტივ ბალმერმა, ტოკიოში (იაპონია), პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელთა ფორუმზე, Windows–ის შემდეგი ვერსიის გამოსვლის საორიენტაციო თარიღი დაასახელა.
დამუშავების პროცესში მყოფ პროგრამულ პლატფორმას ბალმერმა Windows 8 უწოდა და დასძინა, რომ ის ოფტიმიზირებულია არა მხოლოდ კლავიატურიან მოწყობილობებთან სამუშაოდ, არამედ — პლანშეტურ კომპიუტერებთანაც. ამასთან «მაიკროსოფტის» გენერალურმა დირექტორმა დაადასტურა ადრე გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Windows 8–ის ანონსი მომავალ წელს შედგება.
გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ Microsoft პლანშეტური კომპიუტერების OS-ის ინტერფეისს მომავალ კვირას წარმოადგენს. ჭორის თანახმად, პრეზენტაციას Windows–ის დამუშავების მთავარი სპეციალისტი, სტივენ სინოფსკი უხელმძღვანელებს, ეს ყველაფერი კი D: All Things Digital–ის კონფერენციაზე მოხდება.
როგორც მოსალოდნელია, Windows 8–ის ბეტა–ვერსია მიმდინარე წლის მესამე–მეოთხედში გამოვა.
წყარო: Microsoft

