კომპანია iSuppli–მ, მიმდინარე წლის პირველი კვარტლის, პერსონალური კომპიუტერების ბაზრის მოცულობა შეაფასა.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მედიაპლანშეტების მიმართ დიდი ინტერესის გამო (განსაკუთრებით Apple iPad) დესკტოპებისა და ნოუთბუქების გაყიდვების მოცულობა ეცემა. იანვრიდან მარტის ჩათვლით 81,3 მლნ PC-ის რეალიზება მოხერხდა, რაც გასული წლის რეზულტატთან შედარებით 0,3%–ით ნაკლებია (8,6 მლნ).
18,9%–ით, უმსხვილეს მწარმოებელთა სიას Hewlett-Packard ლიდერობს. ერთი წლის განმავლობაში, ამ კომპანიის გაყიდვების მოცულობა 2,1%–ით შემცირდა — 15,4 მლნ ერთეული. Dell, რომელიც 12,9%–ს აკონტროლებს, მეორე ადგილზე იმყოფება. პირველ კვარტალში კომპანიამ 10,5 მლნ კომპიუტერის რეალიზება მოახერხა, რაც 1,8%–ით ნაკლებია გასული წლის რეზულტატთან შედარებით.
ყველაზე მეტად Acer დაზარალდა, რომელიც ხურავს სამეულს. ამ კომპანიის წილი 20,4%–ით შემცირდა — 9,2 მლნ–მდე. პირველ კვარტალში Acer ბაზრის 11,4%–ს ფლობდა.
შემდეგ მოდიან Lenovo (8,1 მლნ) და Toshiba (4,7 მლნ), რომლებიც შესაბამისად 10,0 და 5,8%–ს აკონტროლებენ. 2010 წლის პირველ მეოთხედთან შედარებით, პირველი კომპანიის გაყიდვების მოცულობა 15,4%–ით, ხოლო მეორის — 2,6%–ით გაიზარდა.
iSuppli–ის პროგნოზით 2011 წელს, 2010 წელთან შედარებით, PC–ბაზრის მოცულობა 8%–ით გაიზრდება. გასულ წელს ზრდა 14%–ს შეადგენდა.
წყარო: iSuppli

