მოწყობილობამ იცის “თავიდან გადატრიალება”, ამის საშუალებით ის გადაადგილდება როგორც მიწაზე ისევე წყლის ფსკერზე, ასევე მას შეუძლია წყლის ზედაპირზე ამოსვლა და ჩასვლაც.
ელექტრონული და მექანიკური სისტემების მინიატურიზაციას მივყავართ ასეთი პატარა ავტონომიური მოწყობილობების გამოჩენამდე. თუმცა ასეთი მოწყობილობებისათვის უსწორმასწორო ზედაპიზე გადაადგილება შესაძლოა პრობლემა გახდეს. კონსტრუქტორები ამ პრობლემას სხვადასხვაგვარად წყვიტავენ — მაგალითად, ერთ მოწყობილობას აქვს თვითმფრინავად ტრანსფორმირების საშუალება.
სპეციალისტები The Center for Distributed Robotics-დან რომელიც ეკუთვნის მინესოტას უნივერსიტეტს პატარა წინაღობების გადალახვა გადაწყვიტეს გორვით. მათ მიერ შემუშავებული Aquapod-ის კონსტრუქცია ძალიან მარტივია: ეს არის ტრაპეციის ფორმის ყუთი, რომელიც ხელის გულის ხელაა და ორი საყრდენი, ის აღჭურვილია ძრავებით. მოძრაობის მიმართულებით ბრინვისას, ისინი უზრუნველყოფენ კორპუსის გადატრიალებას.
“აკვაპოდს” შეუძლია ცურვისას სიმაღლის კონტროლი, ფსკერზე დაშვება, ზედაპირზე ამოსვლა ან თუნდაც წლის გარკვეულ დონეზე გაჩერება. ეს რობოტს ხდის სასარგებლოს წყლის მდგომარეობაზე დაკვირვებისათვის (ან ნებისმიერი არასაშიშ სითხეზე), ასევე წყალსაცავების ფლორა და ფაუნაზე. მას შეუძლია ხმელეთზე თავისთავად ამოსვლა და თან კვლევის შედეგების ამოტანა.
იქიდან გამომდინარე, რომ ეს მოწყობილობა საკმაოდ იაფია (მისი წარმოება დაახლოებით 2 000 დოლარი ჯდება), წყლის მონიტორინგით შესაძლოა “აკვაპოდების” მთელი ფლოტი დაკავდეს.
ავტორებმა ენდრიუ კარლსონმა და ნიკოს პაპანიკოლოპულოსმა ის წარმოადგინეს ICRA 2011-ის კონფერენციაზე. ღონისძიება მიმდინარეობდა შანხაიში 9 დან 13 მაისამდე.
გამოყენებულია IEEE Spectrum-ის მასალები.

