Citigroup–ის ანალიტიკოსმა, უოლტერ პრიტჩარდმა (Walter Pritchard) გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Microsoft HTC–ის მიერ გაყიდული თითოეული Android-კომუნიკატორიდან $5-ს ღებულობს.
საუბარია ფულის დაქვითვაზე, რომელსაც HTC ინტელექტუალური საკუთრების უკანონოდ მითვისების ბრალდებით წაგებული სასამართლოს შემდეგ დათანხმდა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ შეთანხმების შემდეგ HTC–მა დაახლოებით 30 მლნ სმარტფონის რეალიზება მოახერხა, კორპორაცია Microsoft-მა $150 მლნ მიიღო. სასაცილოა, მაგრამ ეს რეზულტატი ხუთჯერ აღემატება Microsoft–ის მიერ საკუთარი მობილური პლატფორმის (Windows Phone) ლიცენზიების გაყიდვებიდან მიღებულ შემოსავალს.
პრიტჩარდი, ასევე, აცხადებს, რომ Microsoft ანალოგიურ სასამართლო გარჩევებს Android–მოწყობილობების სხვა მწარმოებლებთანაც გეგმავს და თითოეული გაყიდული «გუგლფონიდან» მიღებულმა შემოსავალმა შესაძლოა 7,5–დან 12,5–მდე ამერიკულ დოლარს მიაღწიოს.
Gartner–ის შეფასებით, გასულ კვარტალში, მთელს მსოფლიოში, 100,8 მლნ სმარტფონი გაიყიდა. ამასთან, განსაკუთრებით დიდი პოპულარობით Android–მოწყობილობები სარგებლობს: ამ ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ, იანვრიდან მარტის ჩათვლით, რეალიზებული «ჭკვიანი ტელეფონების» 36% მუშაობდა.
წყარო: Fast Company

