Uncharted 3: Drake’s Deception–ის ყველასათვის ხელმისაწვდომი მულტიფლეერული ბეტა–ვერსია ივნისის ბოლოს გამოვა.
გამომცემლობა Sony Computer Entertainment აზუსტებს: PS Plus–ის ფასიანი აბონენტები და ასევე ისინი, რომლებმაც შეიძინეს InFamous 2 «ბეტას» 28 ივნისიდან მიიღებენ. დანარჩენებს კი თამაშით გართობა 4 ივლისიდან შეეძლებათ. ტესტირება 13 ივლისამდე გაგრძელდება.
ქსელური ბრძოლებისთვის გამოჩნდება ორი რუკა, ასევე მოსალოდნელია ათი სათამაშო რეჟიმი, რამდენიმე პერსონაჟი და იარაღების კომპლექტი. გმირის განვითარება შესაძლებელია 25–ე დონემდე.
სტუდია Naughty Dog–ის მიერ დამუშავებული თამაში მხოლოდ PlayStation 3–ზე გამოვა. ა.შ.შ–სა და კანადაში პროექტი 1 ნოემბერს გამოჩნდება, ხოლო ევროპაში — 4 ნოემბერს.
httpvhd://www.youtube.com/watch?v=DHHcM6aHPnE
წყარო: VG247

