C2AECCE5-52AA-4514-A7B7-BF901DD6D81E.jpg

ჰორორ-ექშენი F.E.A.R. 3 მუშავდება, განაცხადეს გამომცემლობა Warner Bros. Interactive Entertainment-ის წარმომადგენლებმა.

ანონსმა დაადასტურა ის ჭორი, რომელიც გავრცელდა მარტის შუა რიცხვებში, როცა თამაშის ფანებმა აღმოაჩინეს რომელიღაც ესპანურ ჟურნალში რეკლამა, რომელიც პირდებოდა რომელიმე შემდეგ ნომერში თამაშის მესამე ნაწილის დაწვრილებითი ინფორმაციის გამოქვეყნებას. გუშინდელ დღემდე ეს იმფორმაცია ითვლებოდა საპირველაპრილო ხუმრობად.

მაშ ასე, მესამე ნაწილი მუშავდება PC, PS3 და Xbox 360 პლადფორმისთვის. სტუდია Monolith Games,  პირველი ორი ნაწილის შემქმნელი ჩამოშორებულია პროექტს. თამაში იქმნება ჩიკაგოში (აშშ) კომპანია Day 1-ის მიერ, ხოლო Monolith მხოლოდ დაეხმარება ახალ მწარმოებლებს. თამაშის ისტორია იწყება ალმას (მისტიური გოგონა თამაშის წინა ნაწილიდან) შვილების სახით; ორივე გმირი ფლობს ზებუნებრივ ძალას; თამაში შესაძლებელი იქნება კოოპერაციულ რეჟიმში.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ თამაშის შექმნაზე მუშაობს რეჟისორი ჯონ კორპენტერი.

თამაშის თრეილერი:

httpvhd://www.youtube.com/watch?v=_Uq3EYDJD7A

გამოყენებულია Eurogamer-ის მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.