გამომცემლობა Square Enix, 2012 წლის შემოდგომისთვის, სათავგადასავლო ექშენის, Tomb Raider–ის გამოშვებას გეგმავს.
ამ საპასუხისმგებლო მოვალეობის შესრულება დეველოპერებმა სტუდია Crystal Dynamics–ს ანდეს, რომელიც თამაშს PC–სთვის, PS3–სთვის და Xbox 360–სთვის დაამუშავებენ. «ჩვენ შევქმნით სრულიად ახალ ლარას, უნიკალური ბიოგრაფიით!» — პირობას დებს Crystal–ის ხელმძღვანელი, დარელ გალაჰერი (Darrell Gallagher).
სწავლის დამთავრებისთანავე, 21 წლის ლარა იაპონიის სანაპიროს ერთ–ერთი კუნძულისკენ მიემართება, სადაც ის დაკარგული რელიქვიებისა და არტეფაქტების ძიებას გეგმავს. თუმცა სანამ ჩვენ დანიშნულების წერტილამდე მივალთ საშინელ შტორმში მოვყვებით, განვიცდით კატასტროფას და ვხვდებით უკაცრიელ ნაპირზე, გემებისა და თვითმფრინავების ნამსხვრევებს შორის. მოკლედ, იცვლება პრიორიტეტები და სიმდიდრის ძიების ნაცვლად მოგვიწევს ბრძოლა გადარჩენისთვის.
თამაშის თრეილერი:
httpvhd://youtu.be/RN7_8Yholm4
წყარო: VG247

