ჩვენი მთავარი მტერი Resurrection-ში.
Castlevania: Lords of Shadow-ის გადმოსაწერი დამატება, Resurrection, მომავალ კვირას გამოვა.
მრავალჯერ გადადებული რელიზი (ჯერ კიდევ 2010 წლიდან) 7 ივნისს Xbox Live-ის კონსოლურ ქსელში, ხოლო 8 ივნისს PSN-ში შედგება. სტუდია MercurySteam და Kojima Productions «დამუშავების დროს წარმოქმნილი ხარვეზების» გამოსწორებისთვის $10-ს ითხოვენ. პროექტის გამოსვლაზე გამომცემლობა Konami ზრუნავს.
ექშენის ორიგინალი ვამპირების აურაცხელ ლაშქარზე, დემონებეზე და მსგავს ურჩხულებზე მოგვითხრობს, რომელთა დამარცხება და განადგურება ჩვენი უმთავრესი მიზანია. გარდა ამისა მთავარმა გმირმა, გაბრიელ ბელმონტმა, «სინათლის საძმოდან», უნდა გადაარჩინოს თავისი გარდაცვლილი მეუღლის სული. რაც შეეხება გადმოსაწერ დამატებას: «მოთამაშეები გააგრძელებენ იმ მომენტიდან, სადაც დასრულდა თამაში, შეებრძოლებიან ერთ-ერთ ცნობილ მტერს და გაარკვევენ გაბრიელისა და ბელმონტების კლანის ბედს».
თამაშის თრეილერი:
httpvhd://youtu.be/flp40jD1Enw
წყარო: IGN

