ხვალ, 7 ივნისს, ლოს-ანჯელსში (აშშ), E3-ის (Electronic Entertainment Expo) გამოფენაზე კომპანია Nintendo ისაუბრებს ახალი თაობის სათამაშო კონსოლის დეტალების შესახებ, რომელიც შეცვლის Wii-ს.

ვებ-წყაროები ადასტურებენ აქამდე არსებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კონსოლი, რომელიც იქმნება Project Cafe-ის პროექტით, მიიღებს ინოვაციურ მანიპულატორს. სიახლე აღჭურვილი იქნება 6-დიუმიანი სენსორული დისპლეით, ჩაშენებული კამერითა და აკუმულატორული ელემენტით.

ჭორების თანახმად, კონსოლს ექნება სამბირთვიანი პროცესორი IBM PowerPC. მოწყობილობა მიიღებს ATI სერიის R700 გრაფიკულ კონტროლერს და მინიმუმ 512 მბ ოპერატიულ მეხსიერებას. სიახლე წარმადობით, სავარაუდოდ, გაუტოლდება (ან გაასწრებს) Xbox 360-ს და PlayStation 3-ს.

Nintendo-ს ახალი თაობის კონსოლი გაყიდვაში 2012 წელს გამოვა, სავარაუდოდ, მესამე ან მეოთხე კვარტალში.

E3-ის გამოფენა გაგრძელდება 9 ივნისამდე.

გამოყენებულია Mashable-ის მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.