ექშენ–თამაში, უზარმაზარი საბრძოლო რობოტების მონაწილეობით, Armored Core V იაპონიაში 20 ოქტომბერს გამოვა.
პროექტი, PS3–სა და Xbox 360–სთვის, სტუდია From Software–ში (ტოკიო) მუშავდება. იაპონიაში მის გამოსვლაზე თავად From იზრუნებს, ხოლო დასავლურ რელიზზე პასუხს Namco Bandai აგებს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს უკანასკნელი ამ წელს ვერაფრით გაგვახარებს: «ლოკალიზაცია იმაზე მეტ დროს მოითხოვს, რამდენიც გვსურს, ამიტომ სხვა დანარჩენ რეგიონს 2012 წლამდე მოუწევს ლოდინი», — განაცხადა გამომცემლობამ.
Armored Core–ს სერიის უკანასკნელ პროექტზე მხოლოდ ერთი რამის თქმა შეიძლება: ჩვენ მოგვიწევს ხუთ მეტრიანი მექანიზმის მართვა. მოთამაშემ უნდა აირჩიოს სასურველი გიგანტი, იზრუნოს მის შეიარაღებაზე და გააძლიეროს ის, მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ დავალების შესასრულებლად გამგზავრებას მარტო ან მულტიფლეიერ რეჟიმში.
httpvhd://youtu.be/eeP8xOwoxHU
წყარო: VG247

