პრეს–კონფერენციაზე, რომელიც წინ უძღვოდა Е3 2011–ის გახსნას, კომპანია Microsoft–მა Xbox 360–სთვის განკუთვნილ ახალ პროექტებზე ისაუბრა.
მთავარი ანონსი: დამუშავების პროცესშია შუთერი Halo 4. მეოთხე ნაწილი მასტერ ჩიფის თავგადასავლის საფუძველზე შექმნილ ახალ ტრილოგიას წარმოადგენს. თამაშის რელიზი 2012 წლის დასაწყისში შედგება. რაც შეეხება თამაშის სიუჟეტს, მასზე სიტყვაც არ თქმულა, თუმცა მასტერ ჩიფი — ეს განა არ არის სიუჟეტი?
სიახლე №2 — Xbox Live Television–ის ანონსი. მისი საშუალებით MS-კონსოლების მფლობელები შეძლებენ ადგილობრივ და საერთაშორისო სატელევიზიო არხების ყურებას. რაღაც მაგდაგვარი უკვე არსებობს ბრიტანეთის, ავსტრალიის და საფრანგეთის კონსოლური ქსელის სეგმენტში. სიახლე ჯერჯერობით მხოლოდ ა.შ.შ–ში გამოჩნდება.
და ბოლოს, მცირედი ბონუსი: Microsoft–მა წარმოადგინა შუთერი Halo: Combat Evolved Anniversary — ყველაზე პირველი Halo–ს რემეიქი, რომელიც 2001 წლის ნოემბერში გამოვიდა. განახლებული ვერსიის რელიზი 2011 წლის ნოემბერში შედგება.
Halo 4–ის პირველი ვიდეო–რგოლი:
httpvhd://youtu.be/a0E5LM1C4NY
წყარო: Associated Press

