ცნობილია, პირველი სახის შუთერის, Battlefield 3–ის რელიზის ზუსტი თარიღი — მიმდინარე წლის 25 ოქტომბერი.

გარდა ამისა, გამომცემლობა Electronic Arts–მა განაცხადა, რომ გამოუშვებს ყველასათვის ხელმისაწვდომ მულტიფლეერულ ბეტა–ვერსიას ყველა პლატფორმისთვის, ანუ PC, PlayStation 3 და Xbox 360. სიახლე სექტემბერში გამოჩნდება; მოთამაშეებს მოუწევთ «რამდენიმე ქსელური რუკისა და რეჟიმის» დატესტვა.

თამაში EA–ს შვილობილ სტუდიაში, Digital Illusions CE–ში იქმნება Frostbite 2.0–ის ძრავაზე, რომელშიც რეალიზებულია «რეალურ დროზე გათვლილი დიფუზური გამოსახულება, EA Sports–ის ბოლო პროექტებიდან ნასესხები ანიმაციების ახალი სისტემა და ნგრევის გაუმჯობესებული ფიზიკა».

მოქმედება ვითარდება თეირანში, პარიზში, ნიუ–იორკში, ასევე ერაყის ქურთისტანულ ნაწილში. საუბარია ამერიკული ქვედანაყოფის გადარჩენაზე, რომელიც არაბული ქიმიური იარაღის ალყაში მოექცა, რომელსაც თავისუფლად ყიდიან ახლოაღმოსავლეთის სამხედროები. რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, განსაკუთრებით დიდი ყრადღება დაეთმო კოოპერატიულ და მულტიფლეერულ რეჟიმს.

თამაშის თრეილერი:

httpvhd://youtu.be/AoUpHVRCBTk

წყარო: Eurogamer

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.